თრტ–ს შესახებ

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის შესახებ

თურქეთში პირველი საზოგადოებრივი ტელევიზია თღთ-I-ის სახელით შეიქმნა 1964 წლის 1 მაისს და დღემდის წარმოადგენს ერთადერთ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, ხოლო ამავე ტელეარხით პირველი გადაცემა მოხდა 1968 წლის 31 იანვარს, რაც შეეხება პირველ რადიომაუწყებლობას, იგი განხორციელდა 1927 წლის 5 მაისს, მოკლედ თურქულ რადიოს 81 და თურქულ ტელევიზიას 40 წლიანი ისტორიები გააჩნიათ. Mმოკლედ თრთ-ე დაარსების დღიდან დღემდის დიდი პასუხისმგებლობით ახორციელებს რა თავის საზოგადოებრივ მოვალეობას, ყველაზე გამოცდილ და პოპულარულ მაუწყებლობად ითვლება დღესაც, სადაც მეტად გამოცდილი, პროფესიონალი და საქმის მცოდნე ადამიანები ერთგულად მუშაობენ მხარიმხარ ჩაკიდებულნი და თრტ-ე მათი დაუღალავი შრომის წყალობით ერთიანობისა და თანასწორობის სიმბოლო ორგანიზაციას წარმოადგენს
>მაგრამ თრტ-ე მხოლოდ მაუწყებლობის დონეზე არ დარჩა და დიდ საგანათლებო ცენტრადაც გადაიქცა, სადაც ინფორმაციების მოპოვების გარდა პროგრამების დაპროექტებას და მათ წარმოებაში გაშვებასაც ასწავლიან, ამიტომაცაა რომ თრთ-ს გადაცემები გამოირჩევა აქტუალობითაც, ხარისხითაც და მიუმხრომლობითაც.
თუ ჩამოვთვლით თრტ-ს წარმატებების მთავარ კრიტერიუმებს, ასეთ სურათს მივიღებთ:

პასუხისმგებლური და სანდო ინფორმაციები

-თრტ-ს თავისი წარმომადგენლობები გააჩნია უცხოეთში; ვაშინგთონში, ბრიუსელში, ბერლინში, კაიროში, ბაქოში, აშხაბადში, ტაშკენტში და ლეფკოსაში, ხოლო თვით თურქეთში კი ცენტრ ანკარის გარდა სტამბოლში, იზმირში, ანტალიაში, ჩუქუროვაში, დიარბექირში, ერზრუმსა და ტრაპიზონში. და აი უცხოეთიდან თუ ქვეყნის შიგნიდან ამ წარმომადგენლობების საშუალებით ნამდვილი, ცოცხალი, მართალი და უტყუარი ინფორმაციები მიეწოდება თრტ-ს მაყურებლებსა და მსმენელებსაც, მოკლედ თრთ-ე ინფორმაციების სანდოობის მხრივ მარკად გადაიქცა მთელს თურქეთში

გადაცემები ყველა წლოვანებისათვის და კულტურისათვის

კულტურულ-საგანმანათებლო, მუსიკალურ-გასართობი, საბავშვო და სპორტული პროგრამები და გადაცემები, ხარისხიანი დოკუმენტური, თეატრალური და მხატვრული პროგრამები, საერთაშორისო სტანდარტების გადაცემები აკმაყოფილებს ყველანაირი წლოვანების, ასაკის, სქესის, ყველანაირი სოციალური წარმოშობის მაყურებლებსა და მსმენელებს და სწორედ მათი მხარდაჭერის საფუძველზე სულდგმულობს ეს მაუწყებლობა. დღეს სულ 7 ტელეარხი გააჩნია თრტ-ს, ამათგან 2 საერთაშორისო, 4 ეროვნული, 1 რეგიონალური, ასე რომ, მსოფლიოს ოთხივ კუთხეში შეიძლება თრტ-ს პროგრამების და გადაცემების მოსმენა და ნახვა

ამ სატელევიზიო არხებში:

თრტ 1: 168 საათი ეთმობა საოჯახო გადაცემებს
თრტ 2: 168 საათი ეთმობა ახალ ამბებს, სამეცნიერო, ხელოვნებით, კულტურულ და პოპულარულ პროგრამებს და გადაცემებს
თრტ 3: 54 საათი ახალგაზრდულ და სპორტულ გადაცემებს
თრტ გაპ-ი: 69 საათი აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებისათვის
 თრტ 4: 139 საათი საგანათლებო და მუსიკალურ გადაცემებს
თრტ ინტ-ი: 168 საათი მთელი მსოფლიოსათვის
თრტ თურქი: 119 საათი კავკასიისა და შოა აზიის რეგიონებისთვის

-თრტ-ს გადაცემების ტრანსლირება ხდება ერთი საერთაშორისო კოსმოსური და 2 ცალი დედამიწის სადგურებით
-ამ ტელეარხებიდან ყველაზე ფართო არეალში გადაცემები აქვს თრტ ინტ-ს და უახლოეს ხანებში იგი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ ტელეარხებს
 

 

თრტ-ს მზადების სტადიაში მყოფი ახალი არხები

-განსხვავებულ ენებზე და კილოებზე მოსაუბრე თურქეთის მოქალაქეებისათვის და ამ ენებზე მოლაპარაკე ქურთების კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის მზადდება ახალი არხები კირმანჩულ და ზაზურ ენებზე, გარდა ამისა პროექტის სტადიაშია ასევე სპარსულ და არაბულ ენოვანი ტელეარხებიც
-პირველი ნოებრიდან ტრანსლაცია დაიწყო საბავშვო არხმა “ჩოჯუკ კანამლა”

რადიოს 81 წლიანი გამოცდილება გააჩნია

თრტ-ს რადიოს გააჩნია 4 ეროვნული, 5 რეგიონალური და ერთიც ტურიზმის არხები, რომლებშიც ასევე მეტად გამოცდილი და

პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ

რადიო 1: საათობრივი ინფორმაციების გარდა გადასცემს კულტურულ-საგანმანათებლო, სპორტულ და მუსიკალურ პროგრამებს და 81 წელია ემსახურება თავის მსმენელებს
რადიო 2 (თრტ ფმ): ძირითადად თურქულ კლასიკურ და ხალხურ სიმღერებთან ერთად თანამედროვე პოპ-მუსიკასაც გადასცემს
რადიო 3: კლასიკური მუსიკა, ჯაზი და ოპერა
რადიო 4: თურქული კლასიკური და ხალხური სიმღერები
5 რეგიონალური რადიო: მოქმედებს ტრაპიზონში, ერზრუმში, ანტალიაში, დიარბექირში და ჩუქუროვაში….და კიდევ ერთი ტურიზმის რადიო მოქმედებს ემსახურება ტურისტებს

უცხოეთზე რადიომაუწყებლობა 29 ენაზე მოქმედებს

თრტ-სთან მოქმედი რადიო თურქეთის ხმას (ვუასე ოფ ტურქეი) დღეს გადაცემები აქვს მსოფლიოს 29 ენაზე; ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, არაბულ, ესპანურ, იტალიურ, ალბანურ, ბოსნიურ, ბულგარულ, რუმინულ, სერბულ, ხორვატიულ, უნგრულ, მაკედონურ, ბერძნულ, რუსულ, ჩინურ, აზერბაიჯანულ, სპარსულ, ქართულ, ურდულ, დარიულ, პუშტურ, უზბეკურ, თათრულ, თურქმენულ, ყირგიზულ, ყაზახურ და თურქულ ენებზე. Aამ ენებზე გადაცემები ხდება ასევე მოკლე ტალღების და ინტერნეტის მეშვეობითაც.
ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში ხდება ასევე ციფრული სატელევიზიო და საკაბელო გადაცემები მტელი 24 საათის განმავლობაში

თრტ-ს ინტერნეტ გადაცემები

1999 წლის 1 მაისიდან თრტ-მ გადაცემები დაიწყო ინტერნეტის საშუალებითაც მისამართიდან: www.trt.net.tr ასე რომ, ამ თარიღიდან მოყოლებული მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი გახდა ტრტ-სა და რადიო თურქეთის ხმის მიდევნება. Mმალე თვითოეულ რედაქციას საკუთარი ვებ გვერდები ექნებათ, რისთვისაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს

თრტ-ს არქივი და საკომპიუტერო მახსოვრობა

თრტ-ს გააჩნია თანამედროვე არქივი, სადაც ინახება ყველანაირი სატელევიზიო თუ რადიო მასალები, ხოლო კომპიუტერულ მუშაობაზე გადასვლის შემდეგ ყველანაირი რადიო და სატელევიზიო მასალების გადანახვა ხდება კომპიუტერულ არქივშიც

თრტ-ე დიდი ღონისძიების ორგანიზატორი

1979 წლიდა მოყოლებული თრტ-ე მასპინძლობას უწევს მეტად დიდ ზეიმს, საერთაშორისო ბავშთა დღეს, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 23 აპრილს და მისი მონაწილე ბავშვები მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან ჩამოდიან რა მთელი 10 დღის განმავლობაში ზეიმობენ საერთაშორისო ბავშთა დღეს და ეს ზეიმი პირდაპირ ტრანსლირდება თრტ-ს ტელეარხებით. გარდა ამისა თრტ-ს აქვს ექსკლუზიური უფლება საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების, ევროვიზიის სიმღერების კონკურსის, მსოფლიოსა და ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატების, ოლიმპიადების, უნივერსიადებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩვენებებისა. მოკლედ, სწორედ თრტ-ე არის თურქეთის ფანჯარა მსოფლიოსათვის და ბოლოს თრტ-ე წევრია ევროპის გადაცემათა გაერთიანებისა(EBU), აზია-წყნარი ოკეანის გადაცემათა კავშირისა(ABU), მოკლე ტალღების საკოორდინაციო ჯგუფისა(HFჩჩ/AშBU), საერთაშორისო მუსიკალური საბჭოსი(IMჩ), ევროპის მედიის ინსტიტუტისა(EIM) და ხმელთაშუა ზღვის გადაცემათა კავშირისა(ჩMჩA)

 http://trt.net.tr/Kurumsal/Tarihce.aspx