თრტ-ს რადიო "თურქეთის ხმის" შესახებ


მოკლე ისტორია

თურქეთში რადიოს საშუალებით საზღვარგარეთისთვის პირველი გადაცემა ანკარის რადიოთი ეთერში გავიდა 1937 წელს. ხათაის პრობლემის ირგვლივ ჩატარებული რადიო გადაცემის დროს პრემიერის ისმეთ ინონის მოხსენება საკითხთან დაკავშირებით არაბულ ენაზე ითარგმნა.
მაშინ, როცა გადაცემით დაინტერესება გამოთქვეს ისკენდერუნის სანჯაყიმა და მიმდებარე რეგიონებმა, სტამბოლის რადიოთი დაიწყო გადაცემა სახელწოდებით “არაბჩა ჰავადისლერ”-ი. ხათაის პრობლემის მოწესრიგების შემდეგ გადაცემა, რომელიც უსისტემოდ ტარდებოდა შეწყვეტილ იქნა. თურქეთის რადიოებით საზღვარგარეთის მაუწყებლობის სისტემატიური მომსახურება 20 კილოვატიანი გადამცემით დაიწყო 1938 წლის 28 ოქტომბრიდან ოთხ ენაზე. თურქულად, ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად. მეორე მსოფლიო ომის პროცესში ანკარის მოკლე ტალღის რადიომ თავისი მიუმხრობელი გადაცემებით მსოფლიო რადიოებს შორის საზოგადოებრიობის ყურადღება დაიმსახურა.

1943-1949 წლებს შორის შეიქმნა შესაძლებლობა გადაცემების წარმართვა მოხდეს ამერიკის, დასავლეთ ევროპის, შორეული აღმოსავლეთის და ავსტრალიისთვის.
საზღვარგარეთის მაუწყებლობისთვის მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება 1949-1958 წლები, როცა თურქეთი ნატოში გაწევრიანდა, შეუერთდა კორეის ომს. გაფართოვდა დასავლეთ სამყაროსთან მისი ურთიერეთობები.
შექმნიდან მოყოლებული ანკარის რადიოს მოკლე ტალღით წარმართულმა საზღვარგარეთის მაუწყებლობამ, 1963 წლის იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო რადიო თურქეთის ხმის სახელით.
რადიო თურქეთის ხმამ 1964 წლის პირველი მაისიდან ე.ი. თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ორგანიზაციის შექმნიდან თრთ-ს (ტელე-რადიო მაუწყებლობის) სტრუქტურაში ახალ ორგანიზაციაში დაიწყო გადაცემების წარმართვა.

თურქეთის ხმა

დღეს თურქეთის ტელე-რადიოს საზღვარგარეთის მაუწყებლობის წარმართვა ხდება რადიო თურქეთის ხმის მეშვეობით.

>საზღვარგარეთის მაუწყებლობის დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში არსებული რადიო თურქეთის ხმა, გადაცემებს წარმართავს 29 ენაზე. ესენია: თურქული, გერმანული, არაბული, ალბანური, აზერბაიჯანული, ბოშნაკური, ბულგარული, ჩინური, დარიული, სპარსული, ფრანგული, ქართული, ხორვატული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, ყაზახური, ყირგიზული, უნგრული, მაკედონური, უზბეკური, ფეშტური, რუმინული, რუსული, სერბული, თათრული, თურქმენული, ურდული, და ბერძნული.
თურქეთის ხმის გადაცემები მოკლე ტალღის გადამცემებით, კოსმოსური თანამგზავრის და ინტერნეტის მეშვეობით მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. თურქეთის ხმა ლოკალური ეფემის არხების მეშვეობით აფართოებს რა საეთერო არეალს ცდილობს მსმენელთან დაახლოებას და გადაცემების კოლორიტის გაზრდას.
თურქეთის ხმა, რომელსაც თავის პრინციპად გაუხდია ინფორმაციების მიუმხრობლად, სანდოდ და დროულად მიწოდება, ყველა ჯგუფის და წლოვანების მსმენელებისთვის მისაღები, მრავალფერი და უცნაური პროგრამებით აფართოებს გადაცემებს და მსოფლიოს სანდო საინფორმაციო წყაროდ გადაქცევისთვის ამზადებს ნიადაგს.
გადაცემებში, რომელშიც ძირათადი ყურადღება ეთმობა ინფორმაციებთან ერთად კულტურის-ხელოვნების და მუსიკალურ პროგრამებს, ყოველმხრივ ეცნობა მსმენელს თურქეთი და თურქი ხალხი. წინა პლანზეა წამოწეული თურქეთის რეგიონალური თანამშრომლობის, მეზობლებთან კეთილი ურთიერთობების განვითარებისადმი მიმართული პოლიტიკის შესაბამისად, მშვიდობის და კულტურული თანამშრომლობის თემები.

 

ტელე რადიო მაუწყებლობის რადიო თურქეთის ხმის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციებისთვის: