თრტ–ს ინფორმაციები

ტელე-რადიო მაუწყებლობის საინფორმაციო სააგენტო

მიზნები

ტელე-რადიო მაუწყებლობის საინფორმაციო სააგენტოს მიზანია საზოგადოებრიობას სისტემატიურად, დროულად და რეალურად გააცნოს სახელმწიფოში და მსოფლიოში ეკონომიკის, მეცნიერების, და კულტურის სფერობში მიმდინარე მოვლენები. დემოკრატიის და სამართალის უპირატესობის დაცვით შექმნას საზოგადოებრივი აზრის რეალური, ჯანსაღი, თავისუფალი ფორმირების, პლურალიზმის პრინციპის განხორციელების შესაძლებლობა.
მოახდინოს საზოგადოებრიობის ინფორმირება დისკუსიების და აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი აქტუალური თემებით.

ინფორმაციების გადაცემის პრინციპები

  • ინფორმაციების და მოვლენების დროულად და რეალურად გადაცემა. საჭიროების შემთხვევაში როგორც საშინაო, ისე თურქეთისთვის საინტერესო საზღვარგარეთ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალისტთა მოსაზრებების გაზიარებისთვის ზრუნვა.
  • თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თანადგომის და სამართალის პრინციპების ფარგლებში ადამიანის უფლებებისამი პატივისცემით მიდგომა, დემოკრატიული, სეკულარული და სოციალურ-იურდიული სახელმწიფოს იმიჯის გაძლიერებისთვის მთავარი ადგილის დათმობა.
  • საინფორმაციო ბიულეტენში თანამედროვე ჟურნალისტიკის გაგების ფარგლებში, მიუმხრობლად თურქეთში, თურქულ სახელმწიფოებსა და სათვისტომოებში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქება. მნიშვნელოვანი მოვლენების ღრმა გაანალიზების მიზნით საინფორმაციო პროგრამების მომზადება. გზა უნდა გადაეღობოს საზოგადოებრიობის მცადარი ინფორმირების, წაქეზებისადმი მიმართული ინფორმაცაიების და პროგრამების მომზადებას.
  • საინფორმაციო ბიულეტენების და პროგრამების მომზადება უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში, კონსტიტუციურ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის ყოველგვარი გარჩევის, მიუმხრობლობის გარეშე, რეალობის და დროულობის პრინციპების დაცვით. შესაძლებლობის გათვალისწინებით საინფორმაციო ბიულეტენების და პროგრამების მომზადება უნდა მოხდეს რადიოსთვის ცალკე, ტელევიზიისთვის ცალკე.
  • სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ხასიათის საკითხებში, მოქალაქეთა მოსაზრებების მომცველი შეფასებებისთვის ადგილის დათმობა.
  • საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაფართოების პროცესში გამოჩენილ უნდა იქნას მცდელობა საზღვარგარეთულ მაუწყებლობებს დაფუძვნებული ინფორმაციები დამოწმებულ იქნას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოებით და თვით ტელე რადიო მაუწყებლობის წყაროებით. ინფორმაციების მიცემა უნდა მოხდეს არა იმ სახით, როგორი სახითაც არის მიღებული სააგენტოებიდან, არამედ თანამედროვე ჟურნალისტიკური მომსახურების შესაბამისი შეფასების მიცემით.
  • თ. რ. თელე-რადიო მაუწყებლობის საინფორმაციო ბიულეტენებსა და პროგრამებში თურქეთის, მსოფლიოს და თანამედროვე საზოგადოებისთვის საინტერესო მოვლენების ფართო საზოგადოებრიობისთვის მიუმხრობლად გადაცემა.
  • ყველა საინფორმაციო ბიულეტენებსა და პროგრამებში საინფორმაციო საშუალების თავისებურების შესაბამისად უნდა მოხდეს გადაცემის მეთოდებისთვის შეფასების მიცემა. წინასწარ დაფიქსირებული შთაბეჭდილებების მაგივრად კორესპონდენტებმა უნდა შესძლონ მოვლენების ცოცხალი ეთერით, დინამიურად გადაცემა. ტელევიზიაში ძირითადი ყურადღება უნდა გამახვილდეს გამოსახულებაზე, ეფექტზე, გრაფიკაზე და ანიმასიონზე. არ უნდა მოხდეს ისეთი გამოსახულებების მიცემა, რომელსაც არავითარი შეხება არა ექნება მოვლენესთან. საარქივო გამოსახულების გამოყენების შემთხვევაში აუცელებელია საარქივო მტკიცებულების მოყვანაც.
  • საინფორმაციო ბიულეტენში აუცილებლად ადგილი უნდა დაეთმოს სხვადასხვა მოსაზრებებს და შეფასებებს. არ უნდა დაეთმოს ადგილი ისეთ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ შეფასებებს, რომელიც თანამედროვე პირობებში და მომავალში ზარალს მიაყენებს საერთაშორისო ურთიერთობებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფორმაციათა და შეფასებათა წყაროების დასახელებაზე.
  • ადამიანების მცირე რაოდენობისათვის ან კიდევ ვიწრო რეგიონისთვის საინტერესო საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის, პრეზენტაციის, დიპლომის მიცემის მსგავს თემებთან დაკავშირებით ინფორმაციების მომზადება უნდა მოხდეს ხსენებული მასის რაოდენობის გათვალისწინებით. არ უნდა მოხდეს გაზვიადებული, პროტოკოლის დონის ჟურნალისტის დონემდე დასვლა.
  • პოლიტიკური ინფორმაციების, პროგრამების დროს განსაკუთრებით არის საჭირო დაცულ იქნას მიუმხრობლობა, რელურობა, და აქტუალურობა. პოლიტიკური პარტიის განცხადებათა მოკლე რეზიუმის გავრცელების დროს არ უნდა იქნეს დაკარგული თავად ტექსტი და მიზანი.
  • არ უნდა მოხდეს ცალმხრივი, რომელიმე მხარის დაცვით ინფორმაციის მომზადება. რომელიმე პოლიტიკური პარტიის, დაჯგუფების, რწმენის ანდა მოსაზრებების სათამაშო ნივთად გადაქცევა. სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე ვინმეს დადანაშაულება და მხილება.
  • პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის საკითხებში გამოჩენილ უნდა იქნას მცდელობა საზოგადოებრიობას ეცნობოს ხალხის რეაქცია, ადგილი უნდა დაეთმოს რეპორტაჟებს, ფორუმებს, პანელებს და სხვა მსგავს ღონისძიებებს.
ტელე-რადიო მაუწყებლობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციების მოძიების მიზნით:   http://trt.net.tr/Haber/HaberAna.aspx